ლუკა მაისურაძე
Aa
Aa

ხაშურში ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

„ხაშურის სპორტის“ ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა. რესტორანში მიწვეულები იყვნენ სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები და სავარაუდოდ, ქურდობა ამ დროს მოხდა. შსს-მ „რუსთავი 2-ს“ დაუდასტურა, რომ ქურდობა ნამდვილად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ დოჰაში წარმატებას 11 მაისს მიაღწია და ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე, მაისურაძემ როლანდ გოზს, მიჰაელ ზგანკის, ნოელ ვან ტენდსა და კრისტიან პარლატის მოუგო.

გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მაისურაძემ 7050 ქულა დააგროვა, 2 საფეხურით წინ წაიწია და რეიტინგის ლიდერი გახდა. წინსვლა აქვს ბექაურსაც. ლაშა მე-7 ნომერი იყო და 2 საფეხურით დაწინაურდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე
მამარდაშვილის პრიორიტეტი და მისი მსურველი კლუბები | The Athletic-ი ქართველ მეკარეზე