ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

UFC-ის და უფრო დიდ გამოწვევებს იმსახურებს! - EL ESPANOL-ი ალექსანდრე თოფურიაზე

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართული WOW-ის ღონისძიებაზე იოჰან სეგასს შეხვდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა სააგენტო El Espanol-მა ქართველ მებრძოლს ვრცელი სტატია მიუძღვნა და ალექსანდრე თოფურიას UFC-ში მოხვედრის პერსპექტივებზე ისაუბრა.

რას წერს EL ESPANOL:

ესპანეთში, როდესაც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე საუბრობ, ეს ავტომატურად უკვე ძმებ თოფურიებთან ასოცირდება. ილია UFC-ის ოქტაგონს 24 ივნისს უბრუნდება, ალექსანდრემ კი შაბათს, კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო და დენა უაითის ორგანიზაციას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ესპანურ-ქართულმა მებრძოლმა მადრიდში, Palacio Vistalegre- ში გამართულ WOW-ის ღონისძიებაზე იოჰან სეგასი დაამარცხა და თავისი სიტყვა შეასრულა. შეხვედრამდე, ალექსანდრე დაგვპირდა, რომ ბრძოლას პირველივე რაუნდში დაასრულებდა და თავისი პირობა არ ჩააგდო.

ალექსანდრეს მთავარი მიზანი UFC-ში მოხვედრაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი MMA-ს ორგანიზაციაა, ის კი ამ მიზანს სულ უფრო უახლოვდება, განსაკუთრებით ისეთი სანახაობრივი გამარჯვებებით, როგორიც მან იოჰან სეგასის წინააღმდეგ შემოგვთავაზა.

დარბაზში, მის ბრძოლას 2000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა, ამ ხალხმა თან ნახა, თან ვერ ნახა მისი ბრძოლა, რადგან თოფურიამ მეტოქე ორ წუთში დააგდო და UFC-სკენ მიმავალ გზაზე მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

ეს თოფურიას დიდი გამარჯვებაა, სეგასისთვის კი ეს ნოკაუტი თითქოს თავიდანვე სასჯელი იყო. ალექსანდრემ კარიერაში მე-5 გამარჯვება იზეიმა. ცალსახაა, რომ ის უფრო მეტს იმსაუხებს და დიდი გამოწვევებისთვის მზად არის.

შეხვედრის შემდეგ, თოფურია Marca-ს ესაუბრა: „ჩემი მიზანი UFC-ში მოხვედრაა. არ ვტრაბახობ, სხვა დიდი ლიგებიდან დამირეკეს და მათთან ბრძოლა შემომთავაზეს, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ მიზანი UFC-ში ბრძოლა და მისი დაპყრობაა“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ MMA-ში 6 ბრძოლა გამართა, მის ანგარიშზე კი 5 მოგება და 1 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეტებარი დამარცხებულია - გოგოლაძის წარმატებული დაბრუნება ოქტაგონზე
ეტებარი დამარცხებულია - გოგოლაძის წარმატებული დაბრუნება ოქტაგონზე