კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

დიდი ბრძოლაა გამართული | ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გრანდების რადარზე

„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, კიმ მინ-ჯე ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ინგლისური და ფრანგული პრესის ინფორმაციით, სამხრეთ კორეელის საკუთარ რიგებში ხილვა „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურთ.

RMC Sport-ის ცნობით, პარიზული გრანდის სპორტულ მრჩეველს, ლუიშ კამპუშს კიმის საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონს. მასსა და „პარტენოპეის“ მცველის აგენტს შორის კონტაქტი უკვე იყო და მათ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, თუმცა შეთანხმება არ მიღწეულა.

ინგლისური პრესის ცნობით, თავად ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში გადასვლა სურს. მის წარმომადგენლებს „წითელ ეშმაკებთან“ დიალოგი უკვე ჰქონდათ, ხოლო „ლივერპულმა“ სამხრეთ კორეელს წინადადებაც გაუგზავნა. Marca-ს ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს არ შეელევა, სამაგიეროდ, კიმის გაშვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, სამხრეთ კორეელმა მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლი გაიტანა. იტალიური გამოცემების ცნობით, „პარტენოპეი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეზონი აქვს, ყველა გააოცა“ - საფრანგეთში მიქაუტაძეს აქებენ
„ბრწყინვალე სეზონი აქვს, ყველა გააოცა“ - საფრანგეთში მიქაუტაძეს აქებენ