ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი
Aa
Aa

„ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება“ - France Football ხვიჩაზე

გავლენიანი ფრანგული ჟურნალი France Football-ი, რომელიც ყოველწლიურად ოქროს ბურთის მფლობელებს ასახელებს, დღევანდელ გამოცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ  საუბრობს და წერს, რომ დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი 2023 ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება.

France Football წერს:

სავსებით შესაძლებელია, რომ ხვიჩა ამ სეზონის ნომინანტთა სიაში იყოს, თუმცა ცხრილის სათავეში არ იქნება, რადგან იტალიაში ეს მისი პირველი სეზონია. უნდა იოცნებოს თუ არა? რა თქმა უნდა, ის ფიქრობს, რომ ერთ დღეს საუკეთესო იქნება და შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს.

 შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“, 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
გამოსასყიდი თანხა და გაზრდილი ხელფასი - ნაპოლი ოსიმენის შესანარჩუნებლად იბრძოლებს