იურგენ კლოპი
Aa
Aa

იურგენ კლოპი დასაჯეს | 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გერმანელი სპეციალისტი „ტოტენჰემთან“ გამართული მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო დასაჯა.

„დეზებთან“ შეხვედრის შემდეგ, რომელიც 30 აპრილს გაიმართა, კლოპმა მთავარი არბიტრის, პოლ ტირნის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა. „არ მესმის, მას ჩვენი საწინააღმდეგო რა აქვს. ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს. ისე მიყურებს, ვერ ვიგებ საქმე რასთან მაქვს და ამ შეხვედრაში, ჰარი კეინი უნდა გაეძევებინა“, - განაცხადა კლოპმა.

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ ჩათვალა, რომ კლოპის სიტყვებმა მსაჯის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და შეურაცხმყოფელი გახლდათ. 2-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, კლოპს 75 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და კლოპი სათადარიგოთა სკამზე „ასტონ ვილასთან“ და „საუთჰემპტონთან“ გასამართ შეხვედრებში არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება“ - France Football ხვიჩაზე
„ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება“ - France Football ხვიჩაზე