კარლო ანჩელოტი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

„მარცხის დრამატიზირება საჭირო არ არის“ - მოდრიჩი მატჩის შემდეგ

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა და კარლო ანჩელოტიზეც ისაუბრა.

რა თქვა მოდრიჩმა:

უნდა დარჩეს, თუ არა ანჩელოტი? ვფიქრობ, დარჩენას იმსახურებს. „რეალში“ დაბრუნების შემდეგ მან ყველა ტურნირი მოიგო.

გასული სეზონი საოცარი იყო, 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატამდე ყველა ტურნირზე კარგად ვთამაშობდით, მათ შორის ლა ლიგაშიც, შემდეგ კი პრობლემები, არასასურველი და მოულოდნელი მარცხები დაიწყო.

ასეთია ფეხბურთი. თუმცა, ვფიქრობ, რომ კოპა დელ რეიზე და ჩემპიონთა ლიგაზე დღემდე კარგად ვითამაშეთ. სწორედ ამის გამო ვარ დარწმუნებული ანჩელოტის დარჩენაში. ის ამას იმსახურებს თავისი გაწეული შრომითა და მიღწევებით, ასევე იმით, რაც ამ გუნდისთვის მოაქვს თავისი გამოცდილებით. დღევანდელი მარცხის დრამატიზირება საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 2 მატჩის ჯამში 5:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ფინალის საგზური კი პეპ გუარდიოლას გუნდს ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლამ ისტორია დაწერა - მნიშვნელოვანი ფაქტები 4:0-ის შემდეგ
გუარდიოლამ ისტორია დაწერა - მნიშვნელოვანი ფაქტები 4:0-ის შემდეგ