მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ფოკუსირებული შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ“ - ანჩელოტი სიტისთან მარცხის შემდეგ

„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალი“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს ესაუბრა.

ანჩელოტი:

„ჩემს მომავალზე იმას გეტყვით, რომ, რასაც პრეზიდენტი ჩემთან განიხილავს იმას საჯაროდ არ ვამბობ. ამ გუნდმა შარშან „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, მაგრამ დღეს ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ჩვენ ფოკისირებული შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ, ისევე, როგორც გასული სეზონის დასრულების შემდეგ.

გუარდიოლას გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. გასულ სეზონში ასე არ იყო, მაგრამ ახლა ისინი თურქეთში მიემგზავრებიან. საბოლოო ჯამში მაინც კარგი სეზონი იყო. ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვდა წარმატებაა, რადგან ამას მხოლოდ 4 გუნდი აკეთებს. არასწორი დამოკიდებულება არ გვქონდა. წავაგეთ უკეთეს გუნდთან. ეს მარცხი დამატებითი მოტივაცია იქნება.

ჩემში ეჭვი არავის ეპარება. ამ საკითხთან დაკავშირებით, 15 დღის წინ, პრეზიდენტი სავსებით მკაფიო იყო. „სიტიმ“ გამარჯვება დაიმსახურა, რადგან უკეთესი ინტენსივობით და ხარისხით ითამაშა.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „მილანი“ დაამარცხა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პენალტებს არ გამოვრიცხავ“ - მოურინიო ლევერკუზენთან მატჩის წინ
“პენალტებს არ გამოვრიცხავ“ - მოურინიო ლევერკუზენთან მატჩის წინ