მილანი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

სიმონე ინძაგი: „საოცარი ბიჭები, ეს წარმატება დავიმსახურეთ“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველი ფინალისტი ცნობილია, ნახევარფინალური სტადიის ორმატჩიან დაპირისპირებაში მილანის „ინტერმა“ თანაქალაქელი „მილანი“ 3:0 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში სიმონე ინძაგის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა, საპასუხო შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს საგოლე პასით ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.

მატჩის შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მედიასთან ისაუბრა: „დიდებულია. ოცნება რეალობად ვაქციეთ. ჩვენში რწმენა იყო და ეს წარმატება დავიმსახურეთ. ამას არავინ ელოდა, ჩვენ გრძელი მოგზაურობა გვქონდა, რომელსაც სირთულეები ახლდა, თუმცა შევძელით ფინალში გასვლა. ბრწყინვალე საღამოა, ამ წარმატებას ხვალ გავიაზრებთ.

ამაყი ვარ, მიზანს მაღალი დონის ფეხბურთით მივაღწიეთ. ვპროგრესირებდით, რაც „პლზენთან“ და შემდგომში „პორტუსთან“ და „მილანთან“ შეხვედრებში გამოჩნდა. საოცარი ბიჭები, მათ ვულოცავ ამ წარმატებას.

მადრიდის „რეალი“ და „მან. სიტი“ ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის არიან. მათ საპასუხო დაპირისპირებას დიდი ინტერესით ველოდები, მაგრამ რომელიმე გუნდს უპირატესობას ვერ მივანიჭებ“.

13-წლიანი პაუზის შემდეგ მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეექვსედ გავიდა. ფინალში ინძაგის გუნდის მეტოქე „მან. სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნულ გუნდებს შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 17 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები