მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ამ სეზონისგან ბევრი ვისწავლეთ“ - პიოლი ინტერთან წაგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „ინტერი“ „მილანს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ, „ნერაძური“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავიდა. ინძაგის გუნდმა მოსისხლე მტერი ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„იმედი გვქონდა, რომ ფინალში გავიდოდით. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. ამ სეზონისგან ბევრი ვისწავლეთ. თუ შევხედავთ იმ ფაქტს, რომ შარშან ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით, რომელმაც სერი ა მოიგო, ჩვენი გზა ნეგატიურად ვერ შეფასდება.

ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვედით და რა თქმა უნდა, ნახევარფინალში „ინტერთან“ წაგება იმედგაცრუების საბაბს გვაძლევს. ფეხბურთელებმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს. „ინტერმა“ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა და მათ ვულოცავთ.

სამწუხაროდ, ამ მატჩში ისეთი სახიფათო არ ვიყავით, როგორიც სხვა თამაშებში ვართ. ეს კი მოწინააღმდეგის დაცვის სიმყარემ განაპირობა. „ინტერმა“ პირველივე შანსი გამოიყენა, ჩვენ კი ეს არ გამოგვივიდა. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ. ახლა ვეცდებით, რომ სეზონი მაღალ დონეზე დავასრულოთ. სამწუხარო იქნება, თუ  ეს არ გამოგვივა.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი VS რეალი - მატჩის წინ
მანჩესტერ სიტი VS რეალი - მატჩის წინ