მილანი, ინტერი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

13-წლიანი პაუზის შემდეგ ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველი ფინალისტი ცნობილია, ნახევარფინალური სტადიის ორმატჩიან დაპირისპირებაში მილანის „ინტერმა“ თანაქალაქელი „მილანი“ 3:0 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში სიმონე ინძაგის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა, საპასუხო შეხვედრაში ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს საგოლე პასით ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.

13-წლიანი პაუზის შემდეგ მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეექვსედ გავიდა. ფინალში ინძაგის გუნდის მეტოქე „მან. სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამარჯვებული იქნება.

პირველ მატჩში „ინტერისთვის“ ედინ ჯეკომ და ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანეს.

2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ლაუტარო „ინტერის“ ფეხბურთელი გახდე, „მილანთან“ დაპირისპირებებში „ინტერის“ მხრიდან ლაუტაროზე მეტი გოლი არავის გაუტანია, მან „მილანს“ მერვედ შეუგდო.

ჟუნიორ მესიასი 79-ე ბრაზილიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სასტარტოში ითამაშა. ამ მხრივ ბრაზილიელებზე წინ მხოლოდ ესპანელები (107) და ფრანგები (105) არიან. ბრაზილიელებსა და გერმანელებს იდენტური სტატისტიკა აქვთ (79).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები