ნეიმარი: "რატომ გადავედი პარიზულ გუნდში? მინდა..."
რამდენიმე დღის წინ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ნეიმარის „ბარსელონადან“ წასვლის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.
დღეს კი, The Sun-თან საუბრისას, ნეიმარმა „პსჟ“-ში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„რატომ გადავედი პარიზულ გუნდში? მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ასევე მსურს, რომ ამ გუნდის ისტორიაში შევიდე. ჩემი აზრით ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომლებსაც ამ ტურნირის მოგების გამოცდილება უკვე გააჩნიათ“. - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას, გლაზგოში „სელტიკის“ წინააღმდეგ გამართავს.