ვიქტორ ოსიმენი, ჯონათან დევიდი
Aa
Aa

თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის 3 ვარიანტი აქვს

ვიქტორ ოსიმენის შესახებ უკვე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ნიგერიელის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები იჩენენ და თავის მხრივ, „ნაპოლი“ სავარაუდო სცენარისთვის ემზადება.

ნეაპოლელთა გეგმებში ოსიმენის გაყიდვა არ შედის, თუმცა თუ ნიგერიელმა გუნდი დატოვა, „ნაპოლის“ მის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეული აქვს.

Il Mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ნომერ პირველი ვარიანტი „ლილის“ კანადელი ფორვარდი 23 წლის ჯონათან დევიდია, რომელიც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

გარდა დევიდისა, ნეაპოლელები ასევე „ატალანტას“ ნორვეგიელ ფორვარდს რასმუს ჰოილნდსა და „ლაიპციგის“ ფრანგ ლიდერს კრისტოფერ ნკუნკუს აკვირდებიან, რომელიც შეთანხმების თანახმად, ახალი სეზონიდან „ჩელსის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს.

ლუჩანო სპალეტის სურს, რომ გუნდის ლიდერები შეინარჩუნოს და ახალი სეზონისთვის „ნაპოლის“ შემადგენლობა გაძლიერდეს. ეს მისი მოთხოვნებია და თუ, კლუბს სურს, რომ მან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, მისთვის მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანავარო: როცა ვინისიუსი დრიბლინგს იწყებს, გამოსავალი მხოლოდ ლოცვაა
კანავარო: როცა ვინისიუსი დრიბლინგს იწყებს, გამოსავალი მხოლოდ ლოცვაა