ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

პრემიერ ლიგის 3 კლუბი ეპატიჟება - მარტინესი ასტონ ვილას დატოვებს

„ასტონ ვილას“ არგენტინელი მეკარით ემილიანო მარტინესით პრემიერ ლიგის სამი კლუბი ინტერესდება.

TyC Sports-ის ჟურნალისტის გასტონ ედულის ცნობით, ემი მარტინესი სავარაუდოდ ივნისში კლუბს შეცვლის.

30 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი", „ჩელსი" და „ტოტენჰემი" იჩენენ.

როგორც ცნობილია, თავად მარტინესს ამბიციები აქვს და კარიერის გაგრძელება უფრო ძლიერ გუნდში სურს, რომელსაც უმაღლესი დონის მიზნები ექნება და მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ტრანსფერმარკტის მიხედვით არგენტინელის ფასი 28 მილიონი ევროა. სავარაუდოდ, „ასტონ ვილა“ მის სანაცვლოდ გაცილებით მეტს მოითხოვს.

ამ სეზონში პრემიერ ლიგის 33 მატჩში მარტინესმა კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ნაპოლიზე უკეთესი გუნდია“ - ძოლა კვარას პარტენოპეიზე
„ჩემს ნაპოლიზე უკეთესი გუნდია“ - ძოლა კვარას პარტენოპეიზე