პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

talkSPORT: გუარდიოლა ოცნებობს, რომ ერთ დღეს ინგლისის ნაკრები ჩაიბაროს

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა, მომავალში შესაძლოა რომელიმე ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

როგორც talkSPORT ამტკიცებს, პეპი ოცნებობს, რომ ერთ დღეს ინგლისის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. ამავდროულად, საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ 55 წლის მწვრთნელი თავის ნაკრებში დანიშნოს.

„საუდის არაბეთი - სრულიად მისაღები ვარიანტია. თუმცა, ბუნებრივია, არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, „მანჩესტერ სიტისთან“ კავშირების გათვალისწინებით, შესაძლოა ასევე იყოს ვარიანტი.

ინგლისის ნაკრებისთვის პეპი ყოველთვის იდეალური კანდიდატი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ტომას ტუხელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში...

ვფიქრობ, საუდის არაბეთი შეეცდება გუარდიოლას მიწვევას და აქცენტს გრძელვადიან პერსპექტივაზე გააკეთებს. ისინი არ ჩავარდებიან პანიკაში, თუ ახლა ვერ მიიღებენ მას. უფრო იმაზე იფიქრებენ, შეესაბამება თუ არა ის 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მწვრთნელის როლს.

მეჩვენება, რომ პეპი ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. მას ჯერ სხვა გეგმები არ აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პრემიერ ლიგის სხვა კლუბში იმუშაოს.

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას ძალიან სურს, რომ ოდესმე პეპი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მიიწვიოს, მაგრამ ის ასევე რჩება ერთგვარ სანუკვარ ოცნებად ინგლისისთვისაც. ჯერჯერობით მათ ტუხელი აირჩიეს. თუკი ყველაფერი ისე არ წარიმართება და ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება... თუმცა ამ ეტაპზე ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს. არ გაგიკვირდეთ, ერთ დღეს ინგლისმაც გუარდიოლას მიმართოს“,

- განაცხადა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები