ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ხვიჩას ჩემპიონობა მივულოცე, ძალიან მაგარია“ - საზონოვი კვარაზე

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველმა, საბა საზონოვმა რუსულ Sport24-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას იტალიის ჩემპიონობა მიულოცა.

რა თქვა საზონოვმა:

რა თქმა უნდა, ხვიჩას მივწერე და იტალიის ჩემპიონობა პირადად მივულოცე. ხვიჩას სულ ვუყურებ, საჩემპიონო მატჩიც ვნახე. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იტალიაში პირველ სეზონს ატარებს და უკვე სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ძალიან მაგარია! ივნისში, როდესაც სანაკრებო შეკრება იქნება, პირადადაც ვისაუბრებთ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?