ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენის და კვარას შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - კასანო

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საკუთარ Instagram-გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უნდა გააკეთოს „ნაპოლიმ“ მომავალი სეზონისთვის, რომ კვლავ შეინარჩუნოს სკუდეტოს მოგების შანსები.

რა თქვა კასანომ:

იტალიის ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგების გზა ოსიმენის და კვარაცხელიას შენარჩუნებაა. ამასთან, კლუბს რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებაც მოუწევს. თუმცა, ჩნდება ერთი კითხვაც: ზაფხულში დიდი ევროპული გუნდები მაცდური წინადადებებით გამოვლენ და 5 ან 6-ჯერ მაღალ ხელფასს შესთავაზებენ, კლუბის ხელმძღვანელებს კი მათთვის უარის თქმა გაუჭირდებათ.

თუ დე ლაურენტისი ხელფასებს არ მოამატებს, დიდი ალბათობით ეს ფეხბურთელები სხვა გუნდებში გადავლენ. ალტერნატივა იქნება იპოვონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მათ წარმატებით შეცვლიან, როგორც ეს სეზონის დაწყებამდე მოხდა, მაგრამ მეორედ ამის გაკეთება სარისკო და ძალიან რთული იქნება. შედეგი ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე იზეიმა, რაშიც ლომის წვლილი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს მიუძღვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის