ოთარ ქორქია
Aa
Aa

ლეგენდარული ოთარ ქორქიას, დაბადებიდან 100 წელი გავიდა

ოთარ ქორქია 1923 წლის 10 მაისს ქუთაისში დაიბადა. ასპარეზობდა ,,დინამო ქუთაისში'', ,,დინამო თბილისსა'' და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ოთარ ქორქიამ ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  კარიერის მანძილზე სამჯერ (1947, 1951, 1953 წწ.) მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1955 წლის კონტინენტის პირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა.   

კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ოთარ ქორქია მუშაობდა მწვრთნელად.  მისი თავკაცობით ,,დინამო თბილისმა'' 1962 წელს მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასის (შემდგომში - ევროლიგის) ჩემპიონის ტიტული. 

ოთარ ქორქია 1991 წელს დაასახელეს FIBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის. აღიარებულია XX საუკუნის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად.

1998 წელს ოთარ ქორქია  საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.  ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

ოთარ ქორქია 2005 წლის 15 მარტს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები გავახაროთ“ - გიორგი შერმადინი
„ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგები გავახაროთ“ - გიორგი შერმადინი