ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის მამა რეალის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის მიმდინარეობისას, ერლინგ ჰოლანდის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს დაუპირისპირდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, უფროსი ჰოლანდი შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო გაღიზიანდა და „რეალის“ ქომაგებს საპასუხოდ საჭმელი ესროლა.

შედეგად, სტადიონის დაცვის თანამშრომლებმა 50 წლის ნორვეგიელი VIP ტრიბუნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩი კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 17 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინმა მან. სიტი მარცხისგან იხსნა - 2 ბრწყინვალე გასროლა ბერნაბეუზე
დე ბრუინმა მან. სიტი მარცხისგან იხსნა - 2 ბრწყინვალე გასროლა ბერნაბეუზე