სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„სან ანტონიოს ქომაგთა გულებში შეაღწია“ - ამერიკული გამოცემის სტატია მამუზე

Airalamo ამერიკული გამოცემაა, რომელიც „სან ანტონიო სპურსზე“ წერს. რამდენიმე საათის წინ, Airalamo-მ კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და სანდრო მამუკელაშვილზე ილაპარაკა.

„მიუხედავად იმისა, რომ სან ანტონიოში ერთ თვეზე ცოტათი მეტია თამაშობს, სანდრო მამუკელაშვილმა სპურსის ბევრი ქომაგის გულში შეაღწია. მან უისკონსინ ჰერდის მაისურით თავისი პოტენციალის პატარა ნაწილი გვაჩვენა, სან ანტონიოს რიგებში კი ის ბრწყინვალედ წარმოაჩინა და საშუალოდ 11 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა. რამდენიმე გულშემატკივარმა შეიძლება, თქვას, რომ მამუმ ცუდ გუნდში თამაშით ისარგებლა, რათა კარგი სტატისტიკა დაეფიქსირებინა, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა პარკეტზე იმყოფება, ყოველთვის პოულობს გზას, რომ თავისი თავი ან თანაგუნდელები სასროლ პოზიციებში დატოვოს. სანდროს კარგი სამიანი აქვს, მაღალი კალათბურთელებისთვის ბრწყინვალე დრიბლინგით გამოირჩევა და შესანიშნავი პასების გაკეთება შეუძლია. გეცნობათ ხომ? არ ვამბობ, რომ მამუკელაშვილი მეორე იოკიჩია, მაგრამ შეუძლია, ხელახლა შენების პროცესში მყოფი სან ანტონიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს“, - აცხადებს Airalamo-ს ჟურნალისტი კრისტიან დამსი.

„სანდრო მამუკელაშვილმა ბევრ ადამიანს გაუჩინა ასეთი შეკითხვა: „ეს ბიჭი საიდან მოვიდა?“ პირადად ჩემთვის, ეს ფაქტორი მას გარღვევის მომხდენ კალათბურთელად აქცევს. მილუოკიმ თავის გამოჩენის შანსი ვერ მისცა, სან ანტონიოში კი აჩვენებს, NBA-ში რატომ თამაშობს. 206 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელისთვის, შეტევაში ძლიერი არსენალი აქვს, სამიანის ჩაგდება შეუძლია, ფლეიმეიქერისთვის დამახასიათებელი უნარები აქვს და ბურთს კარგად ატარებს. თუ დაცვაში მოუმატა, უახლოეს წლებში სან ანტონიოს როტაციის მნიშვნელოვანი წევრი იქნება“, - აცხადებს Airalamo-ს ჟურნალისტი, რობერტო არაიზა.

ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემამ „სან ანტონიოს“ სეზონიც შეაფასა და ქართველ კალათბურთელს „წლის გარღვევის“ ჯილდო გადასცა. სანდრომ პირველი ადგილი დაიკავა და ზაკ კოლინსს გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ტიტულისთვის ხვალვე იჩხუბოს“ - დენა უაითი მერაბზე და ალჯოზე
„შეუძლია, ტიტულისთვის ხვალვე იჩხუბოს“ - დენა უაითი მერაბზე და ალჯოზე