გიორგი შერმადინი
Aa
Aa

16 ქულა და მატჩის MVP - შერმადინის ტენერიფემ ჟირონას მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ჟირონასთან“ სტუმრად 88:72 მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტოში იყო და მოედანზე საუკეთესოც გახლდათ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 გახლდათ, რის შემდეგაც შერმადინი შეხვედრის MVP გახდა.

მისი მონაგარი 23 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფეს“ ანგარიშზე 23 მოგება და 9 მარცხია. შერმადინის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 მაისს ისრაელის „ჰაპოელთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის გამარჯვება - კრემონეზემ სპეციას მოუგო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა
ლოჩოშვილის გამარჯვება - კრემონეზემ სპეციას მოუგო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა