AS: მარსელოს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ლა ლიგის მე-3 ტურში, მადრიდის "რეალმა" "ლევანტეს" უმასპინძლა (1-1) და მორიგი 2 ქულა დაკარგა.
შეხვედრის 89-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მარსელო გააძევა, რომელმაც მეტოქე გუნდის მცველს ზურგში ფეხი ჩაარტყა.
მადრიდული AS-ის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
საბოლოო გადაწყვეტილებას ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს.