საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საცალო ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოში გასამართ 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად საცალო ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ინფორმაცია სფფ-ის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა პლატფორმა TKT.ge-ზე შეეძლებათ, მინიმალური ფასი კი 10 ლარი იქნება. ბილეთების შეძენა ამ ბმულის საშუალებით იქნება შესაძლებელი - იყიდე ბილეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორი ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება და ასევე, ჩვენი ქვეყანა ტურნირის ფინალურ შეხვედრასაც უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან. C ჯგუფში კი ერთმანეთს ჩეხეთის, ინგლისის, გერმანიისა და ისრაელის ნაკრებები შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი ფინალში - სლოვანს ჩემპიონობამდე წუთები დააკლდა
დასანანი მარცხი ფინალში - სლოვანს ჩემპიონობამდე წუთები დააკლდა