თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიამ იფრინა, თუმცა ვირტუსი მაინც დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ტრევიზოს“ შეხვდა და საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 89:88 დამარცხდა.

მატჩი მთელი თამაშის განმავლობაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ლიდერის სტატუსი არაერთხელ შეიცვალა. საბოლოოდ კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა მისი თავდადება „ვირტუსის“ გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ბლოკი მოაგროვა. შენგელიამ 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მეტოქეზე 5-ჯერ დაჯარიმდა, რის გამოც შეხვედრა ნაადრევად დატოვა.

ამ მარცხით, „ვირტუს ბოლონიამ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე დაქვეითდა, პირველი ადგილი კი „ოლიმპია მილანომ“ დაიკავა. ორივე გუნდს თანაბარი 44-44 ქულა აქვთ, თუმცა მილანელები წინ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო არიან.

თორნიკე შენგელიას გუნდი რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე შეხვედრას 7 მაისს, საკუთარ მოედანზე „ვარეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჩემპიონო ზეიმი გადაიდო - ნაპოლიმ სალერნიტანა ვერ დაამარცხა
საჩემპიონო ზეიმი გადაიდო - ნაპოლიმ სალერნიტანა ვერ დაამარცხა