საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კაბო ვერდესთან მატჩით ვიწყებთ - საქართველოს კალენდარი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარს აქვეყნებს. ილიას ზუროსის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს, სლოვენიასა და ვენესუელას შეხვდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში, ქალაქ ოკინავაში ითამაშებს.

26 აგვისტო

კაბო ვერდე - საქართველო

სლოვენია - ვენესუელა

28 აგვისტო

საქართველო - სლოვენია

ვენესუელა კაბო ვერდე

30 აგვისტო

საქართველო - ვენესუელა

სლოვენია - კაბო ვერდე

შეგახსენებთ, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. ჯამში 8 კალათი შეიქმნა და საქართველო კი მე-6 კალათში ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთად იმყოფებოდა. წილისყრის შედეგად კი ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფი სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან ერთად მოხვდა.

ილიას ზუროსი: „მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხდა და ბრძოლა მოგვიწევს“.

მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ, 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლა მოგვიწევს“ - ილიას ზუროსის პირველი კომენტარი წილისყრაზე
„ბრძოლა მოგვიწევს“ - ილიას ზუროსის პირველი კომენტარი წილისყრაზე