გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი - ტენერიფემ გრანადა დაამარცხა

ACB ლიგის 30-ე ტურში „გრანადა“ შინ „ტენერიფესთან“ 73:82 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა, პარკეტზე გატარებულ 26:34 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 3 პასი შეასრულა.

ACB ლიგაში შერმადინის „ტენერიფე“ 44 ქულით მე-4 ადგილზეა, მადრიდის „რეალი“ 46 ქულით მესამეა, სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ და „ბასკონია“ 48-48 ქულით ლიდერობენ, თუმცა საუკეთესო სამეულში მყოფ კლუბებს 30-ე ტურის შეხვედრები ჯერ არ გაუმართავთ.

თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ საკუთარ კედლებში „ფუენლაბრადა“ დაამარცხა - 83:64. მაკფადენმა 22:31 წუთში 15 ქულა ჩააგდო. ასევე, მის აქტივშია 2 მოხსნა და 1 პასი. ანდრონიკაშვილმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და 1 ქულა ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები