სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბაზაძის უნიკალური მიღწევა - სეულის გრან პრიზე ვერცხლი მოიპოვა

FIE-ს რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა სანდრო ბაზაძემ გასულ 12 თვეში ზედიზედ მეათე პრესტიჟულ ტურნირზე საუკეთესო სამეულში მოხვდა, რაც უნიკალური მიღწევაა. ასევე, სანდრო ბაზაძე ერთადერთი მოფარიკავეა, რომელმაც 2022-23 წლების სეზონის სამივე გრან პრის ფინალში იასპარეზა (ტუნისი, ორლეანი, სეული).

აღნიშნული 10 ტურნირიდან ბაზაძე სამი მოიგო, 4-ჯერ ფინალი დათმო, სამჯერ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

დღეს სანდრო ბააძემ სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელ სანგუკ ოკსთან დაძაბულ შეხვედრაში 14:15 დამარცხდა. ამ შეხვედრამდე მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარი იყო (2:2), თუმცა ამ გამარჯვებით ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიიონი სანგუკ ოკსი დაწინაურდა.

მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი 15:14 დაამარცხა, ნახევარფინალში  იტალიელი მატეო ნერის ბარიერი დაძლია - 15:14.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები