მსოფლიო ჩემპიონატი კალათბ.
Aa
Aa

სლოვენია და სხვები - მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

დღეს, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ჯამში 8 კალათი შეიქმნა და საქართველო კი მე-6 კალათში ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთად იმყოფებოდა. წილისყრის შედეგად კი ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფი სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო ვერდესთან ერთად მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები ასპარეზობას მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს, სადაც 4 ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს...“ - რა მოხდა პარმაში?
„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს...“ - რა მოხდა პარმაში?