ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

As: ბელინგემმა რეალი აირჩია - ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ

ჯუდ ბელინგემს „დორტმუნდიდან“ მადრიდის რეალში გადასვლა სურს. ინგლისელმა არჩევანი უკვე გააკეთა. ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნახევარმცველმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში თამაში სურს. ჯუდი სპორტული თვალსაზრისით მადრიდში კარიერის გაგრძელებას საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს.

ფეხბურთელისგან თანხმობის მიღების შემდეგ, „რეალის" ლიდერები „ბორუსიასთან" მოლაპარაკებებს დაიწყებენ. მადრიდელთა გეგმა ასეთი იყო: კლუბი არ აპირებდა აუქციონის დაწყებას „მანჩესტერ სიტისთან“ ან „ლივერპულთან“, მაგრამ აპირებდა ჯერ ფეხბურთელის თანხმობის მიღებას და მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავდა მოლაპარაკებებს „დორტმუნდის“ წარმომადგენლებთან დაწყებას.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში „რეალისთვის" ბელინგემის ტრანსფერი პრიორიტეტულია, „სამეფო კლუბი“ არ აპირებს ინგლისელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ცენტრალურმა ნახევარმცველმა „დორტმუნდის“ რიგებში 39 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო
სლოვანმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო