ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი ტრავმირებულია და შესაძლოა სიტისთან ვერ ითამაშოს

„ჟირონასთან“ მატჩში (2:4) მადრიდის „რეალმა“ 3 ქულასთან ერთად ლუკა მოდრიჩიც დაკარგა.

მადრიდული Marca-ს ცნობით, 37 წლის მაესტრომ კატალონიაში გამართული მატჩისას მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამ მომენტისთვის დაზიანება ისეთი ჩანს, რომ ლუკას შესაძლოა მნიშვ ნელოვანი მატჩების გამოტოვება მოუწიოს.

წყაროს ცნობით, მოდრიჩი 29 აპრილს „ალმერიასთან“ და 3 მაისს „სოსიედადთან“ დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს. შემდეგი მატჩი „რეალს“ 7 მაისს სამეფო თასის ფინალში „ოსასუნასთან“ ელის, ხოლო 9 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ. ბოლო ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში ხორვატის თამაში საეჭვოა, თუმცა ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს თქმას Marca ერიდება.

ამ მომენტისთვის „რეალს“ დავიდ ალაბა და ფერლან მენდი აკლია. კარლო ანჩელოტის გუნდისთვის სეზონის გადამწყვეტი ეტაპი მოდის და მოდრიჩის გარეშე „პაპა კარლოს“ პრობლემები გაუორმაგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როხო სულშერს: ჯანდაბა ნაგავო! შანსი მომეცი, მაგუაიერი თამაშს არ იმსახურებს
როხო სულშერს: ჯანდაბა ნაგავო! შანსი მომეცი, მაგუაიერი თამაშს არ იმსახურებს