გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ბილბაო დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაოს“ სტუმრად დამაჯერებლად 83:60 მოუგო.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ჯამში 18:42 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა.

შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 12-დან 9 საჯარიმო გამოიყენა, 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდნენ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა და ის შეხვედრის MVP გახდა.

„ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 21 მოგებითა და 8 მარცხით მე-4 პოზიციას მყარად იკავებს. მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს სტუმრად „გრანადასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო
კიტეიშვილის მორიგი გოლი - შტურმმა აუსტრიას 3:2 მოუგო