ბარსელონა, ატლეტიკო
Aa
Aa

ატლეტიკოს ჩამოხსნილი დროშა - სკანდალი კამპ ნოუზე, რომელსაც ბარსა უარყოფს

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მატჩის დროს, ერთ-ერთ სექტორში გულშემატკივრებმა გამოფინეს „ატლეტიკოს“ დროშა, რომელიც ესპანეთის დროშის გერბში იყო ჩასმული. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაცვის სამსახურმა, ძალის გამოყენებით აღნიშნული დროშა ჩამოხსნა. ამის პარალელურად გულშემატკივრებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და დაცვის სამსახური იძულებული გახდა ისინი სტადიონიდან გაეძევებინა.

დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც საპირისპირო ვერსია ფიქსირდება.

„ამ ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკოს“ გულშემატკივრების გამოტანილი ბანერი ჩვენი სპონსორის Spotifify-ს ლოგოს ფარავდა. რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერ ქომაგს ეკრძალება ისეთი აქტივობა, რომელიც რეკლამას ხელს უშლის. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანერის ჩამოხსნა.

გარდა ამისა, სანამ ამ ბანერის ავტორებთან დაცვის სამსახური მივიდოდა, ჩვენი გუნდის გულშემატკივრებმა ჩამოხსნეს და „ატლეტიკოს“ ქომაგებს დაუბრუნეს. სწორედ ამ დროს, აღნიშნულ ადამიანებთან დაცვის სამსახური მივიდა და ჰკითხა ჰქონდათ, თუ არა რაიმე პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით. „როხიბლანკოს“ მთავარმა გულშემატკივარმა განაცხადა, რომ მას პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა ის აშკარად ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ იყო. მას აუხსნეს წესები, რომლის მიხედვითაც ჩვენი სპონსორის ბანერის გადაფარვა არ შეიძლება.

სამწუხაროდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნება სტადიონიდან გააძევეს, რაც სიცრუეა. ის დაცვის თანხლებით გადასვეს სხვა ტრიბუნაზე, რათა „ბარსელონას“ გულშემატკივრებთან კონფლიქტი არ მოსვლოდა.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსის კონკურენტი ჰყავს - ნეიმარისთვის სხვა პრემიერ ლიგის გუნდიც იბრძოლებს
ჩელსის კონკურენტი ჰყავს - ნეიმარისთვის სხვა პრემიერ ლიგის გუნდიც იბრძოლებს