ალაბა ტრავმის გამო მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

ალაბა ტრავმის გამო მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს

საქართველოსთან მატჩის (1-1) დროს, ავსტრიის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, ალაბას მარცხენა ფეხის ტერფის ტრავმა აქვს და იგი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.

პირველადი დაკვირვების შედეგად, ალაბას მინიმუმ 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. "ბაიერნი" ბუნდესლიგის ეგიდით ჯერ "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ანდერლეხტს" შეხვედება.

არ არის გამორიცხული, რომ ავსტრიელ ფეხბურთელს გაცილებით მეტის გამოტოვება მოუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები