20 ქულა და გამარჯვება - შერმადინის კარგი თამაში
ესპანეთის ლიგა ენდესაში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა და 85:67 მოიგო.
შერმადინმა მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდში საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა. 23:10 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიცენტი კი 27 იყო.
შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, 5-დან 4 საჯარიმო ზუსტი ჰქონდა.
„ტენერიფესთვის“ ეს ლიგა ენდესაში მე-20 გამარჯვება იყო. შერმადინის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას ი კავებს.
მომდევნო ტურში „ტენერიფე“ 29 აპრილს „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
???? La vida es ???????????? ???????????? ???????????????? mientras disfrutamos de @gioshermadini haciendo cosas de @gioshermadini...
— Liga Endesa (@ACBCOM) April 23, 2023
???? @MovistarBasket #ListosParaRomperla #LigaEndesa | @CB1939Canarias pic.twitter.com/cS5lhqe7gC