საქართველოს ჰოკეის ნაკრების სენსაცია | ხორვატია 6:0 დაამარცხეს
Aa
Aa

საქართველოს ჰოკეის ნაკრების სენსაცია | ხორვატია 6:0 დაამარცხეს

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის „პისტა დე ჰიელოზე" ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე II დივიზიონის A ჯგუფის გუნდებს შორის მეოთხე შეხვედრა გამართა. საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში ხორვატიის ნაკრები იყო. საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა, მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა და პირველი ადგილის დაკავების და რანგით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევების შანსი შეინარჩუნა

საქართველო - ხორვატია 6:0(1:0, 1:0, 4:0),

შაიბები: 8'52 ნიკიტა ბუკია (ივან მაროვი, არტიომ კოზიულინი) 1:0, 27'19 დანილა სლესარევი (ივან კარელინი, ოლივერ ობოლგოგიანი) 2:0, 42'42 ივან კარელინი (ოლივერ ობოლგოგიანი) 3:0, 44'23 ოლივერ ობოლგოგიანი (ივან კარელინი, დმიტრი ერმოშენკო) 4:0, 45'50 ივან შვეცოვი (სემიონ ხარიზოვი, დმიტრი ერმოშენკო) 5:0, 55'57' ვიტალი ძიოვი (ნიკიტა ბუკია, არტიომ კოზიულინი) 6:0. მეოთხე ტურის ამ დროისთვის დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში ავსტრალიამ 7:1 დაამარცხა ისრაელი.

სატურნირო მდგომარეობა

ესპანეთი 3 3 - 0 - 0 - 0 18:3 9

საქართველო 4 3 - 0 - 0 - 1 17:6 9

ხორვატია 4 3 - 0 - 0- 1 24:13 9

ისლანდია 3 1 - 0 - 0 - 2 7:12 3

ავსტრალია 4 1 - 0 - 0 - 0 14:19 0

ისრაელი 4 0 - 0 - 0 - 4 7:34 0

ხვალ, 22 აპრილს, ბოლო ტურის მატჩებში ერთმანეთს შეხვდებიან: საქართველო - ავსტრალია ისლანდია - ისრაელი ესპანეთი - ხორვატია

მომზადებულია ipress.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი