თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ მძიმე ბრძოლაში მოიგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „სკაფატის“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 83:81 დაამარცხა.

რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, შენგელიამ ათჯერ ისროლა 2-ქულიანი და აქედან ზუსტი 5 აღმოჩნდა. ერთი 3-ქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა. დანარჩენი ქულები კი საჯარიმო ტყორცნით დააგროვა.

8 მოხსნიდან თორნიკემ 5 საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო 3 მეტოქის. შენგელიამ ბურთი 4-ჯერ მოიპარა და მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ „ვირტუს ბოლონიას“ 42 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატს ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში ტაჰა აკგულთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ფინალში ტაჰა აკგულთან დამარცხდა