გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ტენერიფე და შერმადინი ოთხთა ფინალში გავიდნენ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის გადამწყვეტ მატჩში ლენოვო „ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა და 84:72 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე 18 წუთი და 37 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 8 ქულას, 7 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გიორგიმ სამი 2-ქულიანი ისროლა და სამივე ზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილი 2 ქულა კი საჯარიმო სროლით დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში შერმადინმა შესანიშნავი „ჩატენვა“ განახორციელა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით „ტენერიფე“ ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც „უნიკახას“ დაუპირისპირდება. ოთხთა ფინალი 12-14 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი: ფარტენაძემ, კენჭაძემ და მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატი: ფარტენაძემ, კენჭაძემ და მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს