სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„გაჩერებას არ ვაპირებთ“ - პიოლი ნაპოლისთან გამარჯვების შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „სან სიროზე“ ბენასერის გოლით მოგებული მატჩის გამო შემდეგ ეტაპზე სტეფანო პიოლის გუნდი გავიდა.

მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მედიასთან ისაუბრა:

„კარგად მახსოვს „რიუ ავესთან“ შეხვედრა, როცა ევროპულ მოგზაურობას ვიწყებდით. ყველა დამარცხებულად განგვიხილავდა, თუმცა აქამდე მოსვლა დავიმსახურეთ.

ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ, მათ წინ ორი შესანიშნავი თამაში ელით. ჩვენ ბევრი რამ შევძელით, გაჩერებას არ ვაპირებთ.

მეტოქე ბურთს ხშირად აკონტროლებდა. ჩემი გუნდის ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე არ უთამაშია, ამგარად ეს გასაგებია. თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო, ჩვენ ვიყავით გუნდი, ერთი მთლიანობა. 

ბედნიერი ვარ ქომაგებით, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. ისინი ჩვენს გვერდით არიან მაშინაც კი, როცა რაღაცები კარგად არ მიდის. ჩემი გუნდით ვამაყობ.

პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა. ბურთის ფლობა მეტწილად მეტოქის მხარეს იყო, თუმცა მადლობა თითოეულ მოთამაშეს გაწეული შრომისთვის“.

უდიდესი ალბათობით ნახევარფინალში „მილანი“ „ინტერს“ შეხვდება. სიმონე ინძაგის გუნდმა პირველი მეოთხედფინალური მატჩში ლისაბონის „ბენფიკა“ სტუმრად დაამარცხა (0:2).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა