ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სპალეტი: „კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „სან სიროზე“ ბენასერის გოლით მოგებული მატჩის გამო შემდეგ ეტაპზე სტეფანო პიოლის გუნდი გავიდა.

მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა:

„მილანს“ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ, მეტოქემ ორივე თამაშში გოლის გატანის მეტი შანსი გამოიყენა, დაცვაში კი კარგად ითამაშა.

პირველ ტაიმში ლოსანოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა, ეს არ იყო ბურთზე თამაში, ეს იყო თამაშის წესის დარღვევა. მომენტი VAR-მა ნახა. შეუძლებელია, თამაშის წესის დარღვევა ვერ დაინახო. გამოდის, რომ ამ მომენტის შეფასებისას „მილანის“ წარსულმა იმოქმედა.

კომპლიმენტები ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონისთვის, მათ ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზეს. დღევანდელ მატჩში მომენტები შევქმენით, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ.

ოსიმენი ტრავმირებული იყო, მოედანს ახლახან დაუბრუნდა, მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, იდეალურ ფორმაში არაა“.

ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა, დააკისრა თუ არა ლუჩანო სპალეტიმ ქართველს ზედმეტი პასუხისმგებლობა, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: „ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია, მაღალი დონის საფეხბურთო ხარისხს აჩვენებს, ყოველთვის პოულობდა თანაგუნდელებს, თუმცა მატჩის მიწურულს დაღლა მასაც დაეტყო, მატჩის მიწურული ყველასთვის რთული აღმოჩნდა. კვარაცხელია კვლავ დაგვეხმარება დიდი მიზნის მიღწევაში. ჩვენ ის გვჭირდება“

სპალეტი ხვიჩასა და კალაბრიას დაპირისპირებაზე: „კვარაცხელია კალაბრიას ერთი-ერთზე 20-ჯერ დაუპირისპირდა და კალაბრიამ საქმე კარგად შეასრულა. მიუხედავად ამისა, კვარაცხელიამ შექმნა მომენტები, თუმცა მისი დარტყმები არაზუსტი იყო“.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 9 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. მან ორივე გოლი „აიაქსს“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გაფუჭებულმა პენალტმა ოცნება მოკლა“ - რას წერს მედია ხვიჩაზე
„გაფუჭებულმა პენალტმა ოცნება მოკლა“ - რას წერს მედია ხვიჩაზე