ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

თოფურიასა და ემეტის ბრძოლის თარიღი შეიცვალა | როდის იჩხუბებს ილია?

UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას მომდევნო ჩხუბი ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. „ელ მატადორი“ ოქტაგონზე 17 ივნისს (თბილისის დროით 18 ივნისს) უნდა გვეხილა, მაგრამ როგორც გაირკვა, მისი ბრძოლის თარიღი შეიცვალა.

ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, ილიასა და ემეტის ჩხუბი ერთი კვირით გადაიწევს და ჯექსონვილში, 24 ივნისს გაიმართება. თოფურიას ბრძოლა კვლავინდებურად ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და 5-რაუნდიან დაპირისპირებას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

თოფურიას რაც შეეხება, 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოა! გაგვძარცვეს“ - ვალენსიას ხელმძღვანელმა მსაჯი გააკრიტიკა
„სამარცხვინოა! გაგვძარცვეს“ - ვალენსიას ხელმძღვანელმა მსაჯი გააკრიტიკა