ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მადრიდის ატლეტიკო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

ესპანური მედია: “სიმეონეს მამარდა ობლაკის შემცვლელად სურს“

ესპანურ და ბრიტანულ მედიაში არ წყდება საუბრები გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ. ქართველ კარის დარაჯს „ჩელსის“, „ტოტენჰემს“ და „ლესტერს“ უკავშირებენ.

ამის პარალელურად, ესპანური გამოცემა Elgoldigital „ატლეტიკოზე“ შესაძლო ტრანსფერზე წერს.

Elgoldigital:

„უდავოა, რომ „ვალენსიას“ საშინელი შემადგენლობა ჰყავს. გამონაკლისია გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ინტერესთა არეალში მოექცა. რომ არა ქართველი მეკარე „ღამურებს“ იმაზე ცუდი შედეგი ექნებოდათ, ვიდრე ახლა აქვთ. მისი სათამაშო სტილი კი საკმაოდ გამორჩეულია.

დიეგო სიმეონეს ეჭვი არ ეპარება, რომ მამარდაშვილი იან ობლაკის ბრწყინვალე ჩამნაცვლებელი იქნება. დიდი ხანია სლოვენიელს მადრიდის დატოვება სურს. თუ „ვალენსია“ ლა ლიგიდან გავარდება, რა თქმა უნდა, თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე შეეცდება, რომ ისევ ესპანეთის პირველ ჩემპიონატში ითამაშოს. სწორედ ამით ისარგებლებს „როხიბლანკო“, თანაც სიმეონეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს.

შესაძლოა მამარდაშვილი „ვალენსიას“ ლა ლიგაში დარჩენამაც არ შეუნარჩუნოს, რადგან მათ მძიმე ფინანსური კრიზისი აქვთ და მისი გაყიდვა ფინანსურად მომგებიანი იქნება. თუ ობლაკი „ატლეტიკოს“ დატოვებს, კავკასიელ მეკარეს ეცოდინება, რომ ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ექნება.

„ღამურები“ გიორგის გაყიდვით დიდ მოგებას ნახავენ. მისი საბაზრო ღირებულება ახლა 25 მილიონი ევროა, ხოლო კლუბს ქართველის ყიდვა 850 000 ევრო დაუჯდა. „ღამურები“ კი სწორედ ამ თანხის მიღებას გეგმავენ. აღნიშნული თანხა მადრიდელებისთვის პრობლემა არ არის, რადგან იან ობლაკის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა და მას „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს. დღემდე, ქართველმა მეკარემ „ღამურების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 56-ჯერ მოირგო და კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა.

ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, „ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზე იმყოფება. ეს კი გასავარდნი ზონაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსაფრთხოების მაქსიმალური ზომა - დე ლაურენტისმა დაცვის ესკორტი დაიქირავა
უსაფრთხოების მაქსიმალური ზომა - დე ლაურენტისმა დაცვის ესკორტი დაიქირავა