ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

კვეკვესკირის 76 წუთი - ლეხი შინ ფიორენტინასთან დამარცხდა

კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის „ლეხმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

კვეკვესკირი სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 76 წუთი გაატარა. როცა ნიკა შეცვალეს, ანგარიში უკვე 1:4 იყო.

რაც შეეხება წიტაიშვილს, მას არც ამჯერად უთამაშია და ბოლომდე თადარიგში დარჩა. გიო დიდი ალბათობით, ზაფხულში პოლონურ კლუბს დატოვებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში ვიხილეთ. „ფიორენტინა“ მე-4 წუთზე კაბრალის გოლით დაწინაურდა, რასაც მე-20 წუთზე მასპინძელთა მხრიდან ველდეს გოლი მოჰყვა.

„ლეხმა“ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტაიმის მიწურულს მეორე გოლი გაუშვა. 41-ე წუთზე გოლის ავტორი ნიკო გონსალესი გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში 5-წუთიან მონაკვეთში, 58-ე და 63-ე წუთებზე ბონავენტურამ და იკონემ „ლეხის“ კარი დალაშქრეს და მატჩში ყველანაირი ინტრიგა მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ფლორენციაში ზუსტად 1 კვირაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალერნიტანას მცველი: „ლეაუ ყველაზე ძლიერია, კვარა ძალიან საშიშია“
სალერნიტანას მცველი: „ლეაუ ყველაზე ძლიერია, კვარა ძალიან საშიშია“