იურგენ კლოპი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა კლოპის საიდუმლო აკვიატება“ - ლივერპული 130 მილიონს ამზადებს

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ინტერესი, რომ იქნება, ეს აქედანვე ნათელია. ქართველი შემტევის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი ერთდროულად აფიქსირებს.

Sportskeeda ხვიჩაზე წერს და Fichajes-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ქართველის შეძენას ზაფხულში „ლივერპული“ შეეცდება, რომელიც მზადაა ტრანსფერის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყარო კვარაცხელიას კლოპის „აკვიატებას“ უწოდებს:

„გერმანელ სპეციალისტს ხვიჩას თამაში მოსწონს და გუნდიდან სადიო მანეს წასვლით გამოწვეული პრობლემის მოგვარების გზად სწორედ ქართველის ტრანსფერი ესახება.

კლოპი კვარაცხელიას დიდი თაყვანისმცემელია. ლივერპული მეგა ტრანსფერს გეგმავს. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი მისი „საიდუმლო აკვიატებაა“. წითლები მზად არიან ამ ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადონ. საუბარია დაახლოებით 130 მილიონ ევროზე.

ჭორების თანახმად, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალიც იჩენენ.

წითლებს მარცხენა ფლანგზე ჟოდა, დიასი, გაკპო და ნუნესი ჰყავს, თუმცა მათი სეზონი საუკეთესო არ ყოფილა. ჟოტამ და დიასმა ტრავმის გამო ბევრი გამოტოვეს. ამ ზაფხულს გუნდს ფირმინო დატოვებს და კვარაცხელია შესაძლოა მათი სოლიდური დანამატი იყოს“.

- წერს Sportskeeda.

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ნათლად აღნიშნა, რომ ოსიმენისა და კვარაცხელიას სანაცვლოდ შემოთავაზებებს მხოლოდ 100 მილიონზე ზემოთ მოისმენდა. თუ, „ლივერპულს“ ხვიჩას შეძენა მოუნდება, მათ 130 მილიონის გადახდა ნამდვილად მოუწევთ.

რას ამბობდა კლოპი კვარას შესახებ

„ნაპოლის" „ლივერპულთან“ დაპირისპირების შემდეგ, კლოპმა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ქართველი შეაქო:

„ის კარგი მოთამაშეა. ძალიან რთული, ძალიან სწრაფი. როცა მას პირველი მოძრაობის დროს უპირატესობა აქვს, ის უკვე გამქრალია. მას კარგი სისწრაფე აქვს, თავხედი და თამამი არის. მას თამაში ფლანგზეც და ცენტრშიც შეუძლია. კარგ ფორმაშია და წყობიდან მარტივად არ გამოდის. მე ის მომწონს“.

კლოპის ასეთი სიტყვების შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ „ლივერპულს“ ხვიჩას შეძენის სურვილი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არიგო საკი: ნაპოლის მთავარი შეცდომა? ნერვიულობა
არიგო საკი: ნაპოლის მთავარი შეცდომა? ნერვიულობა