გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, მანრესა
Aa
Aa

შერმადინის 17 ქულა - ტენერიფემ მანრესასთან 2 ქულით წააგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლენოვო „ტენერიფე“ „მანრესას“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 83:85 დამარცხდა. ამ გუნდებს შორის ანგარიში 1:1 გახდა და წინ კიდევ ერთი დაპირისპირება გველოდება.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში გიორგი შერმადინი მოგვევლინა, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24 წუთი და 11 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ ოთხი 2-ქულიანი ისროლა და ყველა ზუსტი აღმოჩნდა. დანარჩენი ქულები ვეტერანმა ცენტრმა საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო ბრაზილიელი ჰუერტასი იყო, რომელმაც არასრულ 31 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, „ტენერიფესა“ და „მანრესას“ შემდეგი დაპირისპირება 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი ბაიერნში - მანემ სანეს სახეში დაარტყა
სკანდალი ბაიერნში - მანემ სანეს სახეში დაარტყა