მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„თავიდან მეგონა, ფოტოს გადაღება უნდოდა“ - ალჯო მერაბისა და ფანის ინციდენტზე

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა, რომელიც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელია „მანქანასა“ და MMA-ის ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მერაბი სან ანტონიოში გამართულ UFC on ESPN 43-ს დაესწრო, რომლის მთავარი მოვლენაც კორი სენდჰეგენისა და მარლონ ვერას ჩხუბი გახლდათ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ მერაბი MMA-ის ერთ-ერთ ქომაგს დაუპირისპირდა.

„გულშემატკივარი მხოლოდ მერაბის გაღიზიანებას კი არ ცდილობდა, ამბობდა, რომ დვალიშვილს ჩემთან უნდა ეჩხუბა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ მას მერაბთან ფოტოს გადაღება სურდა, მაგრამ შემდეგ ვიდეო ვნახე და მოვისმინე, რომ ჩვენს ჩხუბზე საუბრობდა.

ყველას აქვს უფლება, თავისი სათქმელი თქვას, მაგრამ ამის გაკეთება, როგორც ღირსეული, ისე შეურაცხმყოფელი გზით შეიძლება. არ ვიცი, იმ ბიჭმა რეალურად რომელი გზა აირჩია და ეს ალბათ, ხასიათზეა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ემოციები ჩვენც გვაქვს. ის მოსაზრება, რომ მაგარი ბიჭები ვართ და შეურაცხყოფა უნდა ავიტანოთ, ბავშვურია“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ვერ გაიგო, მერაბის გაბრაზება რამ გამოიწვია, დანარჩენებმა კი „მანქანას“ მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ არასდროს უნახავთ მებრძოლი, რომელიც საკუთარ მეგობართან ჩხუბს ასე ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის 3 ვარიანტი ჰქონდა | ნაპოლი ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს
სპალეტის 3 ვარიანტი ჰქონდა | ნაპოლი ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს