"რეალი" პელეს ლეგენდარული "სანტოსის" რეკორდს უმიზნებს
მადრიდის "რეალი" მორიგი რეკორდის დასამხობად ემზადება.
სამეფო კლუბი, პელეს ლეგენდარული "სანტოსის" შედეგის გამეორებას, შემდეგ კი მის გაუმჯობესებას გეგმავს.
1961-1963 წლებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში, "სანტოსმა" გოლის გატანა მოახერხა. მათ, ზედიზედ 73 მატჩში მოახერხეს მეტოქეთა კარის აღება.
"რეალმა" კი, უკანასკნელ 70 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ზინედინ ზიდანის გუნდს რეკორდის გამეორება და გაუმჯობესება შეუძლია. ამისათვის, "ბლანკოსმა" "ლევანტეს" (შინ), "აპოელს" (შინ), "სოსიედადს" (სტუმრად) და "ბეტისს" (შინ) მინიმუმ თითო ბურთი უნდა გაუტანოს.
როგორც ხედავთ, მადრიდელებს არც თუ ისე რთული კალენდარი აქვთ და წესით, რეკორდის დამხობა არ უნდა გაუჭირდეთ.