ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ჩოგბურთი - ქალმა ჩოგბურთელებმა Billie Jean King-ის თასზე მეორე მატჩი მოიგეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე Billie Jean King-ის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაამარცხა.

ერთეულთა ჩათვლაში, პირველ მატჩში ნინო ნაცვლიშვილმა სუზან პრეტორიუსი ორ სეტში - 6:4, 6:2 გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში კი ეკატერინე გორგოძემ იზაბელა კრუგერს სამ სეტში - 6:3, 2:6, 6:2 მოუგო.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები დუელში 2:0 დაწინაურდა და გამარჯვება გაინაღდა. ცოტა ხანში გუნდები ერთმანეთს წყვილთა ჩათვლაშიც დაუპირისპირდებიან, თუმცა შედეგის მხრივ, მატჩს მნიშვნელობა აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა გუშინ ირლანდიას 2:1 მოუგეს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატიტულო ბრძოლა სურს | დოლიძე ადესანიას იწვევს
სატიტულო ბრძოლა სურს | დოლიძე ადესანიას იწვევს