მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ბინძურად საუბრობდა, ვიცოდი, რომ გაიქცეოდა“ - მერაბი ქომაგთან ინციდენტზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, გულშემატკივართან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. „მანქანა“ სან ანტონიოში გამართულ UFC on ESPN 43-ს დაესწრო, რომლის მთავარი მოვლენაც კორი სენდჰეგენისა და მარლონ ვერას ჩხუბი გახლდათ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ მერაბი MMA-ის ერთ-ერთ ქომაგს დაუპირისპირდა.

„ბინძურად საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩემს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან უნდა მეჩხუბა. არ ჩერდებოდა და ლაპარაკს აგრძელებდა და აგრძელებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვუთხარი, ტრიბუნებიდან ჩამოსულიყო და ჩემთვის ყველაფერი პირში ეთქვა. რა თქმა უნდა, მასთან ჩხუბს არ ვაპირებდი და უბრალოდ მინდოდა, სათქმელი პირში ეთქვა.

ტრიბუნებზე ავძვერი და კიდევ ერთხელ ვუთხარი, ყველაფერი პირში ეთქვა, მაგრამ გაიქცა. ვიცოდი, რომ შეეშინდებოდა და გაიქცეოდა. ბევრს იმიტომ ლაპარაკობდა, რომ ჩემგან შორს იყო და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. როცა ტრიბუნებზე ავედი, ეგრევე გაიქცა და რა თქმა უნდა, არ გავეკიდე. რომ მომესურვებინა, გავეკიდებოდი და ხელს დავარტყამდი, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც MMA-ის მებრძოლები არ არიან, არ ვურტყამ და არ ვცემ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ვერ გაიგო, მერაბის გაბრაზება რამ გამოიწვია, დანარჩენებმა კი „მანქანას“ მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ არასდროს უნახავთ მებრძოლი, რომელიც საკუთარ მეგობართან ჩხუბს ასე ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC კვარაზე: „საინტერესოა, შეძლებს თუ არა მილანთან საოცარი სეზონის გაგრძელებას“
BBC კვარაზე: „საინტერესოა, შეძლებს თუ არა მილანთან საოცარი სეზონის გაგრძელებას“