რამოსი პიკეზე:
Aa
Aa

რამოსი პიკეზე: "... ერთი რამით კვლავ უკმაყოფილო ვარ..."

გუშინ ღამით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.

მატჩის დროს, ქომაგებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და ხერარდ პიკეს ბურთის ყოველ შეხებაზე უსტვენდნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და პიკე დაიცვა: "დიდი მადლობა ქომაგებს. როგორც ყოველთვის, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში უდიდესი სიამოვნებაა. მაგრამ, ერთი რამით კვლავ უკმაყოფილო ვარ. ქომაგებს მივმართავ, რომ პიკეს მისამართით სტვენა შეწყვიტონ. მათ, თავიანთი პოზიციის დაფიქსირება სხვაგან და სხვა ფორმით შეუძლიათ. მათ ამის უფლება აქვთ. მაგრამ, ეს ეროვნული ნაკრებია, სადაც ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით". - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ პიკემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ კატალონიის დამოუიკიდებლობის მომხრეა.

საინტერესოა, რომ მისი ასეთი განცხადების ფონზე, პიკე დღემდე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები