გიორგი ჩიტაური, ნიკა სურგულაძე, ლუკა კვაშილავა, გიორგი მჟავანაძე, გიგა ნიკვაშვილი
Aa
Aa

4 გოლი სან მარინოსთან - 16-წლამდე ნაკრების მორიგი გამარჯვება

სან მარინოში მიმდინარე განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და სან მარინოს ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 1:4.

ანგარიში მე-8 წუთზე სამუელ ფორჩელინის ავტოგოლით გაიხსნა. 34-ე წუთზე ნიკა სურგულაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, მარჯვენა ფლანგიდან მეკარეს თავზე გადაუგდო - 2:0. 65-ე წუთზე გიგა ნიკვაშვილის საგოლე პასით დავით გოგილაშვილმა გაიტანა. 73-ე წუთზე ენეა სემპერლოტიმ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან შეამცირა, თუმცა დამატებულ წუთზე ლუკა კვაშილავას საგოლე პასით გიორგი მჟავანაძემ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სან მარინოსთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ასანიძე, ხაჩიძე, გოგოლი, ამისულაშვილი (კ), სურგულაძე, ჩუბინიძე, გოგილაშვილი, ქუთათელაძე (ნიკვაშვილი 60), ნიორაძე (კვაშილავა 80), მჟავანაძე, ლაშხია

შეგახსენებთ, განვითარების თასის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო სანდრო რატიანისა და ალექსანდრე ქუთათელაძის გოლებით დაამარცხა (0:2). მესამე ტურში საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სლოვენიას შეხვდება (9 აპრილი, 12:30).

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში ოთხი ლეგიონერია: მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია).

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა განვითარების თასზე:

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), ვანო ბახუტაშვილი (35-ე სკოლა)

მცველები: ოთარ ჯაოშვილი (სელერო), სანდრო ამისულაშვილი (საბურთალო), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), დაჩი გოგოლი (სელერო), საბა ხაჩიძე (სელერო), ლუკა ლაშხია (მარტვილის მერანი)

ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), გიგა ნიკვაშვილი (საბურთალო), სანდრო რატიანი (საბურთალო), საბა ნიორაძე (სელერო), დავით ნახუცრიშვილი (სელერო), ლუკა კვაშილავა (კოლხეთი ფოთი 1913), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ნიკა დანელია (მარტვილის მერანი)

თავდამსხმელები: გიორგი ფერაძე (სელერო), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), გიორგი ჭეხანი (სფფ-ის ზუგდიდი აკადემია).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
„ბავშვებს აჩვენებს, როგორ უნდა მიაღწიონ მწვერვალს“ - კალაძემ კვარაზე ისაუბრა