კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„მოგატყუეთ, ეს ფინალი არ ყოფილა“ - რა თქვა ანჩელოტიმ გასახდელში

„კოპა დელ რეის“ ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ 4:0, ორი მატჩის ჯამში კი 4:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

„ბლაუგრანას“ კარში 3 გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, ერთიც კი ვინისიუსმა შეაგდო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გასახდელში ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა, რომლის ამსახველ ვიდეოსაც „სამეფო კლუბის“ ტელევიზია ავრცელებს.

ვიდეოში ანჩელოტი ამბობს:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ. ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენგანისთვის, მოთამაშისთვის და ყველასთვის, ვინც ერთად ვმუშაობთ, ასეთი თამაშის ყურება საამაყოა. მეორე, მოგატყუეთ, როდესაც გითხარით, რომ ეს ფინალი იყო... ჩვენ ნახევარფინალში ვიყავით, ახლა კი ფინალი გვაქვს სათამაშო... და მესამე, ხვალ დასვენების დღეა!

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე „ოსასუნა“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ატლეტიკ ბილბაო“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა კი 6 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქომაგებმა კლაასენს თავი გაუტეხეს - ფეიენოორდი აიაქსი შეწყდა
ქომაგებმა კლაასენს თავი გაუტეხეს - ფეიენოორდი აიაქსი შეწყდა